შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

მაზოვიას თასი 2015

  20-22 ნოემბერს პოლონეთში ქ.ჩეხანოვში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,მაზოვიას თასი''. ეს ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და გამოირჩევა შეჯიბრების მაღალი დონით.  ტურნირში მონაწილეობდნენ პოლონეთის,ლატვიის,რუსეთის,ბელარუსისა და საქართველოს სპორტსმენები.


მამუკა ჯალაღონიას სახ.ტურნირი

17 ოქტომბერს ქ.სენაკში ჩატარდა მამუკა ჯალაღონიას სახელობის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ფოთის,მარტვილის,სენაკის,აბაშისა და წალენჯიხის 70-მდე სპორტსმენი. გუნდურ შეჯიბრში გაიმარჯვა მარტვილის გუნდმა.


,,ვოისი 2015''

ჩვენმა აქტიურმა წევრმა მარია შენგელიამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია იმედის მიერ ჩატარებულ სიმღერის კონკურსში ,,ვოისი''. მან საუკეთესო შესრულებით თავი დაამახსოვრა ჟიურის წევრებსა და საზოგადოებას.


არწივის თასი 2015

3-4 ოქტომბერს ბუდაპეშტში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,არწივის თასი", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სპორტსმენები ორ წონით კატეგორიაში:

-63 კგ მირზა ყვავაძე

 -78 ლევან წარეტაშვილი

 


ჭყონდიდობა 2015

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე ’’ჭყონდიდობა’’ აღინიშნება.


საზაფხულო შეკრება ატენის ხეობაში

10-20 აგვისტოს ატენის ხეობაში ჩატარდა საზაფხულო შეკრება. სპორტსმენები აგრძელებენ მზადებას მომავალი შეჯიბრებებისთვის.


საზაფხულო შეკრება კარპატების მთებში

25/07-2/08 ჩატარდა საზაფხულო შეკრება უკრაინაში, კარპატების მთებში,სადაც მონაწილეობდნენ : უკრაინის,ნორვეგიის,რუსეთის,საფრანგეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. შესანიშნავი ბუნებრივი პირობებისა და მაღალი დონის ინსტრუქტორის დახმარებით წარმატებით ჩაიარა შეხვედრამ.  


ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში

საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ ფედერაციის პრეზიდენტი 20 ივლისს ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა უკრაინაში ქ. ივანო ფრანკოში, სადაც შეხვდა ადგილობრივ სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელობას, უკრაინის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან ოლეგ სალავეისთან ერთად.


შეხვედრა ტაეკვონდოს ცენტრალურ ოფისში

2 ივლისს საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ ფედერაციის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტიდ იმყოფებოდა საერთაშორისო ტაეკვონდოს ფედერაციის სათაო ოფისში (ესპანეთი.ბენიდორმი) შეხვედრის მასპინძლებმა ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაკო ფერანდომ და საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ხუან ფერანდომ გულთბილად მიიღეს სტუმარი და ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს, დიდი მადლობა მათ ამ შეხვედრისთვის.


ICC- საერთაშორისო სემინარი ესპანეთში

4-5 ივლისს ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში ჩატარდა საერთაშორისო საშეჯიბრო სემინარი (ICC). ამ სემინარში მონაწილეობდნენ: ესპანეთის,ირლანდიის,შოტლანდიის,კანადის,არგენტინისა და საქართველოს ინსტრუქტორები. აღნიშნულ სემინარს მეთაურობდნენ მსოფლიოს საუკეთსო ინსტრუქტორები: მე-9 დანი ვილიამ ბოსი (იტალია) მე-8 დანი ვილი ვან მორტელი (ჰოლანდია) მე-8 დანი იეჯი ედუტი (პოლონეთი) მე-6 დანი ტომას ბარადა (სლოვენია)



პირველი | წინ | 1 | 2 | 3 | 4 |  5  | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | შემდეგი | ბოლო
CDS © 2012