შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ფილოსოფია

  • თეთრი ქამარი სიმბოლოა პირველი ნაბიჯის. როგორც სუფთა ფურცელი, რომელზეც მრავალი ნამუშევრის შესრულება შეიძლება.
  •  ყვითელი ქამარი სიმბოლოა მიწის,საიდანაც მცენარე აღმოცენდება. ამიტომაც მოსწავლე რომელიც იწყებს ზრდას იღებს ყვითელი ფერის ქამარს.
  •  მწვანე ქამარი სიმბოლოა მცენარის,რომელიც მიწიდან ამოიზარდა და ვითარდება. მოსწავლე სიმბოლოა მცენარის,რომელიც შემდეგ საფეხურზე მისასვლელად იღებს მწვანე ქამარს.
  •  ლურჯი ქამარი სიმბოლოა ცის,რომლის მიმართულებითაც მიისწრაფვის მცენარე და რომელიც ასაზრდოებს მას

    წითელი ფერი - ეს გაფრთხილებაა საშიშროების მოახლოების. ეს ნიშნავს რომ მოსწავლე უკვე საკმარისად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას, გამოირჩევა მაღალი შესაძლებლობებით და მეტოქეს აფრთხილებს – ყურადღებით!!!

  •  შავი ქამარი ანტონიმია თეთრის,როგორც ცარიელი და სავსე. ეს ნიშნავს,რომ ქამრის მფლობელი გონებრივად და ფიზიკურად მომზადებულია ტაეკვონდოში და შეუძლია როგორც თავდაცვა,ასევე თავდასხმაც.იცის თავისი უფლებები და არასოდეს ჩაიდენს არასაკადრის საქციელს.შავი ქამრის აღების შემდეგ მოსწავლე ტაეკვონდოში ხდება სტუდენტი და აგრძელებს დაოსტატებამდე გზას 1დან მე9 დანამდე.

 

ტაეკვონდოს პრინციპები

ე იო - თავაზიანობა,ზრდილობა, ეთიკეტი

იომ ჩი - პატიოსნება, პირდაპირობა, სისუფთავე სიწმინდე, სისრულე

ინ ნე - დაჟინება, მოთმინება, ამტანობა გამძლეობა,

გუკ გი – თვითკონტროლი

ბეკჯოლ ბულგულ - დაუმარცხებელი, (ურყევი) სული

მორალური კულტურა

ინ - ჰუმანიზმი, სამართლიანობა, კეთილის მოსურნე

ე - სისწორე, სანდომიანობა

ჯი - სიბრძნე

სინ – ნდობა

ძალის თეორია

ბანდინგ რიოკ - ძალის წინააღმდეგობა

ჯიპ ჯუნგ – კონცენტრაცია

კიუნ ხიონგ – წონასწორობა, ბალანსი

დონგჩოკ ანჯონგ - სტაბილურობა, სიმტკიცე

ხოუპ ჯოჯოლ – სუნთქვის კონტროლი

ჯილიანგ – მასა

სოკდო- სისწრაფე

ბანნგ - რეაქცია

 


CDS © 2012