შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

მაზოვიას თასი 2015

   20-22 ნოემბერს პოლონეთში ქ.ჩეხანოვში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,მაზოვიას თასი''. ეს ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და გამოირჩევა შეჯიბრების მაღალი დონით. ტურნირში მონაწილეობდნენ პოლონეთის,ლატვიის,რუსეთის,ბელარუსისა და საქართველოს სპორტსმენები.

   ჩვენი სპორტსმენები 4 დღით ადრე ჩავიდნენ პოლონეთში და რამდენიმე ვარჯიში გაიარეს მასპინძელ გუნდთან. მიღებული გამოცდილება დაეხმარება მათ შედეგების გაუმჯობესებაში. პოლონეთის ტაეკვონდოს ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ფედერაციასთან და იგეგმება სხვადასხვა გუნდური აქტიობების ჩატარება უახლოეს მომავალში.

 

შეჯიბრზე კარგად იასპარეზეს ახალგაზრდა სპორტსმენებმა, მაგრამ ვერ შეძლეს საპრიზო ადგილების დაკავება. წარუმატებელი აღმოჩდა -63 წონით კატეგორიაში ჩვენი გამოსვლა, სადაც მხოლოდ ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა შეჯიბრის ბედი და გამოეთიშა ტურნირს მირზა ყვავაძე. თუმცა მიღებული გამოცდილება მას დიდ დახმარებას გაუწევს მომავალ შეჯიბრებებში.

   წარმატებული გამოდგა  ჩვენი გამოსვლა პროფესიონალებში -78 წონით კატეგორიაში. მძიმე ბრძოლებში გამარჯვებას მიაღწია ლევან წარეტაშვილმა.

     ამჯერად 1 ოქროს მედლით დავბრუნდით სამშობლოში და განვაგრძობთ მომავალი შეჯიბრებებისათვის მზადებას.

   

 



CDS © 2012