შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ჩვენს შესახებ

საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ ფედერაცია ჩამოყალიბდა 2010 წელს.  დამფუძვნებლები არიან ლაშა ჯოლოგუა,ზაზა ჭელიძე და ლევან წარეტაშვილი.

  ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებს, დაახლოებით ორასზე მეტ წევრს. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება გახდა საჭირო რათა მომხდარიყო ტაეკვონდოს ტრადიციული მიმდინარეობის (იტფ-ს) შენარჩუნება და გაძლიერება საქართველოში. ჩვენ არ ვცდილობთ ახალი საქმის წამოწყებას, ჩვენ უბრალოდ ვიზიარებთ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას, ვიზიარებთ მათთან მიმდინარე მოვლენებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია,რომ ტაეკვონდო ერთ-ერთი პერსპექტიული საბრძოლო ხელოვნებაა მთელს მსოფლიოში, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში ვართ ჩვენ და ვცდილობთ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოდ ჯანსაღი ცხოვრების ფერხულში.

  ჩვენი ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურთ საკუთარი მომავალი თავადვე შექმნან და არ უშინდებიან დაბრკოლებებს. ფედერაციის პროექტით სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი, გარკვეული გადამზადების გავლის შემდეგდ, დასაქმდებიან ჩვენს დარბაზებში მასწავლებლის დამხმარეებად, ხოლო შემდეგ გამოცდების ჩაბარების მიხედვით შეეძლებათ გახსნან საკუთარი დარბაზები. 

   ხშირი შიდა დაპირისპირებების გამო, რომელიც ყოველი კონკურენტული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელია, მოგვიწია საიტის რამდენჯერმე თავიდან აღდგენა-დამუშავება, ამჟამად საიტი გაშვებულია 2012 წლის აპრილში. ყველა ინფორმაცია ერთდროულადაა შეყვანილი ამიტომ მცირე უზუსტობებისთვის ბოდიშს გიხდით.  სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება და გაძლიერდება ჩვენი ვებ გვერდი. 

 

ლევან წარეტაშვილი



CDS © 2012