შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

მარტვილის თასი 2016

 

   უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიური შეჯიბრი ,,მარტვილის თასი’’ , რომელიც მე-5 წელია წარმატებით ტარდება მარტვილის მუნიციპალიტეტისა და სასპორტო სკოლის დახმარებით. ამ შეჯიბრით ოფიციალურად გაიხსნა მარტვილის ახალი სპორტული დარბაზი,რომელიც სამომავლოდ მრავალჯერ უმასპინძლებს სხვადასხვა დონის ტურნირებს.

  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ 5 წლისაა მარტვილის ტაეკვონდოს ჯგუფი და ამ მოკლე პერიოდში შეძლეს და გახდნენ ლიდერები მთელს საქართველოში. რეგიონის პროგრესი აისახება როგორც სპორტსმენების მომზადებაში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვით მარტვილის მუნიციპალიტეტისა და სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობას.

  შეჯიბრში მონაწილეობნდა თბილისის, ფოთის, სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, მცხეთისა და მარტვილის სპორტსმენები. სულ 85 სპორტსმენი.

17 წონით კატეგორიაში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა მარტვილის გუნდმა ირაკლი წულაიასა და ელვარდი არჩვაძის ხლმძღვანელობით. მეორე ადგილი კი დაიკავა სენაკისა და აბაშის გუნდებმა ელისო გურგენაძისა და მორისი სანაიას ხელმძღვანელობით.

ამ ტურნირზე პირველად მიიღო მონაწილეობა მცხეთის გუნდმა -გიორგი მაისურაძის მეთაურობით. სპორტსმენები გამოირჩეოდნენ კარგი მომზადებითა და უზადო დისციპლინით, ინსტრუქტორის თავდაუზოგავი შრომის შედეგია ასეთი კარგი გუნდის ასეთ მოკლე პერიოდში ჩამოყალიბება. ასეთი სპორტული კერის შექმნა მცხეთის რაიონში დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში,რაც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის. 

გაწეული თანადგომისთვის მადლობას ვუხდით მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორს ბ-ნ დავით სურმავას. მისი უანგარო შრომის შედეგია მარტვილის სპორტული ცხოვრების გამომოცხლება.

გამოვლინდნენ გამარჯვებული სპორტსმენები:

20-25 კგ.

1. კილასონია გიორგი ( ზ.ლემონჯავა )

2 .მიქავა საბა (ზ.მიქავა )

3. თოფურია შოთიკო (ე.არჩვაძე)

 

25-30 კგ.

1. ლაშხია ვახტანგი (ი.წულაია)

2. კავთიაშვილი ნიკა (გ.მაისურაძე)

3.კობხიძე ირაკლი (ე.გურგენაძე)

 

30-35 კგ.

1. საჯაია დავთი (მ.სანაია)

2 .ჯანაშია ირაკლი (მ.სანაია)

3. ბელქანია დავითი (ზ.მიქავა)

 

25-30 კგ.

1. გადილია ნინო (ე.არჩვაძე)

2 .აშორტია სალომე (ე.არჩვაძე)

3 .ლემონჯავა მარიამი (ზ.ლემონჯავა)

 

30-35 კგ,

1. ნაჭყებია ნიკა (ი.წულაია)

2 .ხურცილავა ირაკლი (მ.სანაია)

3. კასრაძე გიორგი (გ.მაისურაძე)

 

35-40 კგ.

1. არზიანი გიორგი (ე.არჩვაძე)

2 .მამფორია ვოინი ( მ.სანაია)

3 .ჩოფლიანი საბა (ლ.წარეტაშვილი)

 

40-45კგ.

1.ცომაია საბა (მ.სანაია)

2 .ბერულავა მათე (ე.არჩვაძე)

3 .თოფურია საბა (ი.წულაია)

 

40-45 12 წელი.

1. ჯღარკავა საბა (ი.წულაია)

2. დემურია თორნიკე (მ.სანაია)

3. ადამია ნიკო (მ.სანაია)

 

45 -50 კგ.

1. კლიმიაშვილი კუკური ( ლ.წარეტაშვილი)

2. ბართია ვაჯა (ი.წულაია)

3. სირია ირაკლი (მ.სანაია)

 

50-55 კგ.

1. კაჭარავა თორნიკე (მ.სანაია)

2. ლიპარტელიანი (გ.მაისურაძე)

3. პერტენავა ზაზა (ლ.წარეტაშვილი)

 

55-60 კგ.

1. წოწონავა დავითი (ი.წულაია)

2. ფიფია კოლა (ზ.მიქავა )

3. კვარაცხელია ნიკა (ზ.მიქავა )

 

60-65 კგ.

1. კვესელავა საბა (ი.წულაია)

2. მიქავა გიორგი (ზ.მიქავა )

3. მამფორია იგორი (მ.სანაია)

 

65-70 კგ.

1. მალანია გიორგი (მ.სანაია)

2. ბერულავა მიშიკო (ე.არჩვაძე)

3 .წოწონავა ოთარი (ი.წულაია)

 

70-75 კგ

1. ნაჭყებია ნიკა (ი.წულაია)

2. ხირდაევი ზურა (გ.მაისურაძე)

 

-42 კგ.

1. ახალაია ანი (ე.არჩვაძე)

2. ბერაძე ლიკა (ლ.წარეტაშვილი)

 

40-45 კგ.

1. სურმავა მირანდა (ი.წულაია)

2. მუმლაძე ნანა (ე.გურგენაძე)

3. კვაშილავა ელენე (ე.არჩვაძე)

 

50-55 კგ.

1. შონია მარიამი (ი.წულაია)

2. ნაჭყებია მარიამი (ე.არჩვაძე)

3. არზიანი მარიამი (ე.გურგენაძე)

 

60-65 კგ.

1 მიქავა მეგი (ი.წულაია)

2 კუჭუხიძე ანა (მ.სანაია)

ტურნირის საუკეთესო მსაჯის ტიტული ერგო მორის სანაიას, მიუკერძოებელი და ობიექტური მსაჯობისათვის. ხოლო ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის და შეუპოვრობისთვის დაჯილდოვდა თბილისელი სპორტსმენი ლიკა ბერაია.

 

დამატებითი ფოტო მასალა იხილეთ ლინკზე → ◊♦◊♦◊ ←



CDS © 2012